weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კალაძის თქმით, 40 000 თბილისელი პენსიონერი მედიკამენტებისთვის 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებს

12:39 ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი 2021

თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულების პარალელურად, საარჩევნო კამპანიასაც აწარმოებს და 30 ოქტომბრის მეორე ტურისთვის ემზადება.

„მინდა კიდევ ერთი სიახლე შევთავაზო თბილისში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს. ეს არიან ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა და დახმარება. გუნდმა წარმოადგინა ახალი პროგრამა, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალი პროგრამა გულისხმობს სოციალურად დაუცველი პენსიონრებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების გადაცემას იმისთვის, რომ პენსიონერს საშუალება ჰქონდეს ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა აუცილებელი მედიკამენტი შეიძინოს.

„ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანია. დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება ბიუჯეტს ამ პროგრამის განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროგრამით 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]